საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა ყოველწლიური მერვე სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვეობის მორალური გამოწვევები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი,  ანთიმოზ ივერიელის სახ. ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს სტუდენტთა  ყოველწლიურ მერვე სამეცნიერო კონფერენციას

 

თანამედროვეობის მორალური გამოწვევები

 

კონფერენცია ჩატარდება 2025 წლის   17 ივნისს, თსუ I კორპუსის 302-ე აუდიტორიაში 11:00 საათზე.  

 

კონფერენციაში მონაწილეთა საყურადღებოდ!

 

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი მიმართულების სტუდენტს. წარმოდგენილი ნაშრომი სასურველია გარკვეული კუთხით  მაინც ეხებოდეს ეთიკის, მორალის ფილოსოფიის, რელიგიის ფილოსოფიის პრობლემებს.

 თეზისებს (200 სიტყვა) თან უნდა ახლდეს ხელმძღვანელის რეკომენდაცია. თეზისები გადმოაგზავნეთ ელფოსტაზე - anastasia.zakariadze@tsu.ge / mari.silagadze4999@hum.tsu.edu.ge 

 

თეზისების მიღება  წყდება 10 ივნისს.

თარიღი: 20/05/2025